თუ თქვენს გეგმებში შედის რომ გარკვეული ნაწილი IT სერვისებიდან დატოვოთ თქვენი კომპანიის ფარგლებში და აუთსორსზე გაიტანოთ მხოლოდ ის მომსახურებები, სადაც დამატებითი კვალიფიკაცია და დროა საჭირო, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი შერჩევითი IT აუთსორს მომსახურება.

 

რატომ შეიძლება დაფიქრდეთ შერჩევით IT აუთსორსზე? – ამის ძალიან ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს, რომ შევაჯამოთ, ეს მოგცემთ საშუალებას ბიუჯეტური გზით გამოიყენოთ უნარები და დრო, რომელიც შესაძლოა არსებულ კადრებს არ ქონდეთ.

 

თუმცა,  იმის გადაწყვეტა თქვენი კომპანიის ინფორმაციული ტექნოლოგიები მთლიანად იყოს გატანილი აუთსორსზე თუ მხოლოდ ნაწილობრივ და კონკრეტულად რომელი ნაწილის გადაბარება იქნება ეფექტური გარე ორგანიზაციისთვის,  არ არის მარტივი გადასაწყვეტი. სწორი გადაწყვეტილების მისაღებად პირველ რიგში უნდა იყოს ჩამოყალიბებული აუთსორს სტრატეგია.  თუ უკვე გაქვთ სტრატეგია და ზუსტად იცით რა ნაწილში გინდათ დამატებითი დახმარება დაგვიკავშირდით და შეგვატყობინეთ სერვისი რომლის მიღებაც გსურთ.   თუკი სტრატეგიის სწორად განსაზღვრისთვის საკმარისი საჭირო რესურსები კომპანიას არ გააჩნია, ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ჩვენი დახმარება და თქვენთან გასაუბრებების საფუძველზე  ჩამოვაყალიბოთ თქვენთვის მისაღები სტრატეგია. ჩვენი შერჩევითი IT აუთსორს მომსახურება ფარავს ორივეს: სტრატეგიის შემუშავებას , დამკვეთის  სურვილის შემთხვევაში და საჭირო მომსახურების შეთავაზებას.