დღევანდელი ბიზნეს გარემო საკმაოდ მომთხოვნია, რასაც აუცილებლად უნდა შეუწყოს ხელი გამართულმა IT ინფრასტრუქტურამ, რადგან ბიზნეს გარემოს მართვა ტექნოლოგიების გარეშე თანამედროვე სამყაროში წარმოუდგენელია. რა მოთხოვნების წინაშე შეიძლება დადგეს ბიზნესი? კონკურენციასთან ბრძოლა, ახალი პროდუქტისა თუ სერვისის საჭიროება, შეთავაზებული სერვისების ხელმისაწვდომობა, ა.შ ნებისმიერი კომპონენტი რაც აუცილებელია თქვენი ბიზნესის წარმატებული ფუნქციონირებისთვის.
ხართ დარწმუნებული რომ თქვენი IT ინფრასტრუქტურა მხარში უდგას თქვენს ბიზნეს გეგმებს? ამაში დასარწმუნებლად, პირველი ლოგიკური ნაბიჯი IT ინფრასტრუქტურის ანალიზი და შეფასებაა.
IT ინფრასტრუქტურის ანალიზისას, ჩვენი მთავარი მიზანი ისეთი რეკომენდაციების შეთავაზებაა, რომელიც გაამარტივებს IT ინფრატსტრუქტურის წყობასა და მასზე დახარჯულ რესრსებს, ისე რომ ამავდროულად შენარჩუნდეს მათი ეფექტიანობა.
ანალიზის საჭიროება:
რა შეიძლება იყოს ინფრასტრუქტურის ანალიზისა და შეფასების საჭიროების მიზეზი? ამის რამოდენიმე სცენარი არსებობს:
- სერვისები შეფერხებულია IT გაუმართაობის გამო
- ყველაფერი მწყობრშია, მაგრამ IT ბიუჯეტი ძალიან მაღალია
- ბიზნესი დგება ახალი გეგმის წინაშე და საჭიროა გადამოწმდეს რამდენად მზადაა ინფრატსრუქტურა ახალი გეგმის წარმატებულად განხორციელებისთვის
- და ბევრი სხვა სცენარი სადაც შეიძლება ტექნოლოგიები იყოს ჩართული