IT სერვის დესკის გუნდი უზრუნველყოფს კომპანიის თანამშრომლების ტექნიკური ინციდენეტებისა და მოთხოვნების გადაჭრას წინასწარ შეთანხმებული მოგვარების ვადების დაცვითა და მაქსიმალურად ბიუჯეტური  მიდგომით.

რა არის გარანტი იმ მომსახურებისა, რომლითაც  კმაყოფილი დარჩებით? – სტანდარტებზე დაფუძნებული პროცესები, 12 წელზე მეტი პრაქტიკული გამოცდილება, კვალიფიციური კადრები და ხარისხზე ორიენტირებული მენეჯმენტი.

ყველა ტექნიკური ინციდენტი იმართება ბილეთური სისტემით, რომელიც საერთაშორისო სტანდარტის ITIL -ის პრინციპებზეა დაფუძნებული. ბილეთური სისტემა ამარტივებს და აუმჯობესებს ტექნიკური ინციდენტების მენეჯმენტს, ანიჭებს რა  მათ წინასწარ შეთანხმებულ პრიორიტეტებს, რომელთა მოგვარების ვადებიც ასევე წინასწარ არის გაწერილი და პროგრამულად დაფიქსირებული. ეს გარანტია იმისა, რომ ინციდენტები იმართება არა რიგის,  არამედ პრიორიტეტების მიხედვით, რაც გულისხმობს რომ დროული და სათანადო ყურადღება ექცევა ინციდენტს, რომელსაც კრიტიკული მნიშვნელობა აქვს თქვენი ბიზნეს საქმიანობისთვის. ყოველი ბილეთის ციკლი კონტროლდება ზედა დონის მიერ. თქვენ ყოველთვის გაქვთ ინფორმაცია რა არის თქვენი ინციდენტისა და თუ სხვა ტექნიკური მოთხოვნის  რეაგირებისა და მოგვარების ვადა. სუვილისამებრ, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა წვდომა გქონდეთ ინციდენტების ბილეთურ სისტემაზე, სადაც თავად შეძლებთ კონტროლი გაუწიოთ თქვენს ან თქვენი კომპანიის მიერ დაფიქსირებულ მოთხოვნებს, მათზე რეაგირებებს, მათი მოგვარების გზებს, ა.შ. ასევე, გაქვთ შესაძლებლობა მოითხოვოთ პერიოდული რეპორტინგი თქვენთვის სასურველი კრიტერიუმების მიხედვით ( დახურული ბილეთების რაოდენობა, მოგვარების ვადები, მიმდინარე ბილეთები, ა.შ)

 

რას ფარავს IT სერვის დესკის მომსახურება?

  • კომპიუტერებისა და პერიფერიული მოწყობილობების გამრთვა, თრაბელშუთინგი და მეინთენანსი
  • ვირუსების, ინფორმაციის დაკარგვის, პროგრამების შეფერხებისა თუ ნებისმიერი კომპიუტერთან დაკავშირებული პრობლემების აღმოჩენა და მხარდაჭერა
  • ინტერნეტზე დაფიქსირებული ხარვეზების მოგვარება

მომსახურება გაცილებით მეტი კომპონენტისგან შედგება  ვიდრე აქ ჩამოვთვალეთ. IT სერვის დესკი დაეხმარება თქვენს თანამშრომლებს ნებისმიერი ტექნიკური ხარვეზის  დროს, რაც მათ სამუშაოს აფერხებს.